დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ეკა ბესელია: კორუფციულ სქემებსა და საეჭვო გარიგებებზე ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმირებული იყო 18.09.2020 19:16

 

ფოთის  მერიაში კორუფციულ გარიგებებში  თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმირებულობაზე ისაუბრა  პარტიასამართლიანობისათვისლიდერმა ეკა ბესელიამ   რადიოჯორჯიან თაიმსისეთერში. როგორც მან  ეკა სეხნიაშვილის გადაცემაშიდროული დიალოგი“   განაცხადა,  მას ხელთ აქვს  ოფიციალური წერილი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში  ყოფნისას   საეჭვო გარიგებების  არსებობის თაობაზე  ირაკლი ღარიბაშვილს მისწერა.

თვითმმართველობის დონეზე ვაკრიტიკებდი  როგორც  კაკულიას (ფოთის  ყოფილი მერი), ასევე მის წინამორბედს  სართანიას, რომელიც ახლა მაჟორიტარობის კანდიდატია. ადგილობრივ კორუფციულ სქემებში და საეჭვო გარიგებებში ჩართულები  იყვნენ  თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათ მფარველობდნენ ძალოვანი სტრუქტურები. ამის  შესახებ  იცოდა ღარიბაშვილმა და  ეტყობა ერთად იყვნენ ამ კორუფციაში ჩართულები,“-  განაცხადა ბესელიამ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ