დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გურიაში, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 18.09.2020 20:02

გურიაში, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ისინი ოზურგეთს უკავშირდება. გურიაში ამ დროისთვის 43 კოვიდინფიცირებულია.

 

„დღეს დილით ვთქვით, რომ ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გქონდა. მოგვიანებით დაემატა კიდევ ოთხი. მათი რაოდენობა ოზურგეთში დღეს 8 ერთეულით გაიზარდა. ჯამში ოზურგეთში 30, გურიაში კი 43 კოვიდინფიცირებულია. ყველა მათგანი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და ისინი მსუბუქი სირთულის პაციენტებად ითვლებიან“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ