„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, არის თუ არა მზად, რომ ჩვენ ან გამოძიებას დაუსახელოს იმ პარტნიორების ვინაობა, ვისგანაც მიიღო ფოტოები, გვიპასუხა: „სულაც არა. რატომ უნდა დავუსახელო პროკურატურას ჩემი კონფიდენციალური წყაროს სახელი და გვარი? თვითონ ინფორმაცია მოპოვებულია არაოფიციალურად, იმიტომ, რომ ოფიციალურად ასეთი ინფორმაცია მოიპოვება მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი წყაროები“. კითხვაზე პასუხად მან დაგვიდასტურა, რომ საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა მიხეილ რამიშვილს და გვითხრა: „მე მარტო მაგ საქმეს არ ვიძიებ, ეს არის ერთი ეპიზოდი და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩემი ინტერესიც ეპიზოდის გამოკვლევა იყო, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ეს არის მკვლელობა და არა თვითმკვლელობა“, წერს ნეტგაზეთი. „ნეტგაზეთმა“ მას ჰკითხრა, რა საქმეს იძიებდა: „ეს არის დიდი ფინანსური მაქინაციების ერთობლიობა, რომელშიც ბაჩალიაშვილის საქმე არის ერთ-ერთი ეპიზოდი“; ვკითხეთ, რა გამოიკვლიეს და რისი თქმა შეუძლია ამ ეტაპზე, რაზეც გვიპასუხა, რომ გამოძიება „ჯერჯერობით პროცესშია“; მან ასევე გვითხრა, რომ ამ „საქმეს“ საკუთარი ინიციატივით, „ორგანიზაციის პროფილიდან გამომდინარე“ იძიებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge