დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„ქართველებს გვახასიათებს განსაცდელებში გაერთიანება - ერთიანობაზე ლაპარაკი, ბუნებრივია, ქუთაისიდან“ 18.09.2020 21:05

არ გვინდა ლაპარაკი წარსულზე იმიტომ, რომ არავის ვეჯიბრებით და არ გვინდა არავის შევედაროთ. ჩვენი გასაკეთებელი გვაქვს ძალიან ბევრი და წყნარად, მშვიდად ამას ვაკეთებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე ამას ხედავს და ამას შეაფასებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ლომინაძისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ქუთაისელებსა და იმერლებს პანდემიის პირობებში გამოჩენილი მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველებს განსაცდელსა და კრიზისში გაერთიანება ახასიათებთ.

 

„პირველ რიგში, მინდა დავიწყო მადლობით, იმ მადლობით, რომლის გამოც ჩვენ ყველა დღეს ერთად აქ ვართ ასე წყნარად, მშვიდად ვსაუბრობთ ქვეყნის მომავალზე და ჩემი მადლობა, პირველ რიგში, უკავშირდება იმ დიდ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, რომელიც ქუთაისმა და იმერლებმა გამოავინეს ამ ბოლო 5 -7 თვის განმავლობაში. მე კარგად მესმის, რამხელა პრობლემა და რამხელა ცვლილებები შემოიტანა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ამ პანდემიამ. ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ქუთაისში, ერთ ცალკე აღებული 32-ე სკოლაში, ინფიცირების ამხელა რაოდენობა, რას ნიშნავს გადადებული სწავლა ბავშვებისთვის, რამხელა დისკომფორტია ეს მშობლებისთვის, მაგრამ ყველამ ერთად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ დღეს ვიბრძვით, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ნათესავების, მეზობლების, მშობლების, შვილების ჯანმრთელობისთვის და ასევე, ვიბრძვით იმისთვის, რომ ყველამ ერთად ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება სწრაფად დავიწყოთ და სამუშაო ადგილები კი არ დავკარგოთ, კიდევ უფრო მეტი შევქმნათ. საერთოდ ქართველებს გვახასიათებს განსაცდელებში, კრიზისებში გაერთიანება. საერთოდ, ერთიანობაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ქუთაისიდან, რომელიც არის საქართველოს მეორე დედაქალაქი, რომელიც არის ევროპაში მეხუთე უძველესი ქალაქი, რომელიც არის დავით აღმაშენებლის ქალაქი. ეს ერთიანობა არის ის, რამაც ჩვენ უნდა მიგვიყვანოს გამარჯვებამდე და ეს არ არის გამარჯვება არჩევნებში, მე ვსაუბრობ იმაზე, რამაც უნდა მიგვიყვანოს ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, განათლებულ, ევროპულ საქართველომდე და ამაზე ლაპარაკი ქუთაისში არის ყველაზე ბუნებრივი,“- განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, მიუხედავად განსაცდელისა, რომელშიც არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოა, ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურული სამუშაოები არც ერთი წუთით არ შეჩერებულა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ