დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ორი წელი ვმუშაობ წიგნებში და ასეთი კითხვა არ დაუსვამთ - აბდალია ეს კაცი!“ 18.09.2020 22:11

ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში დღევანდელ კურიოზს ჰყვება:

„შევედი წიგნის მაღაზია "ბიბლუსში". დავინახე ახლადგამოცემული "ვეფხისტყაოსანი", კოლექციაში არ მაქვს. გამყიდველის უკან დევს დახლზე გამოფენილი. ვეკითხები: ეს ვეფხისტყაოსანი ვისია? ანუ ვიკითხე-რომელი გამომცემლობისაა მეთქი? პასუხი: ვისია და შოთა რუსთაველისაა, ორი წელი ვმუშაობ წიგნებში და ასეთი კითხვა არ დაუსვამთო. დავიწყე სიცილი. ეუბნება მეორეს: აბდალია ეს კაცი!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ