დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

სამოქალაქო აქტივისტ ლაშა ცუცქირიძეს ორი უცნობი თავს დაესხა 18.09.2020 22:47

იოსებიძის ქუჩაზე სამოქალაქო აქტივისტ ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი თავს დაესხა. როგორც ლაშა ცუცქირიძის მეუღლემ, ლინა დოლიძემ განაცხადა, თავდამსხმელებს სახე დაფარული ჰქონდათ და მანქანიდან გადმოსვლისთანავე იერიშზე გადმოვიდნენ. 

 

 

„ჩვენ როგორც კი გადმოვედით მანქანიდან, დავინახე ორი პიროვნება, მათ ეკეთათ პირბადეები, ეხურათ ქუდები და სახე ჰქონდა სრულად დაფარული. როგორც კი დაგვინახეს, რომ გადმოვედით მანქანიდან, ჩემს მეუღლეს დაუწყეს ცემა. ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის მოგზავნილები არიან. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ეს ადამიანები აქ 5 დღეა დგანან და გველოდებიან“, - განაცხადა ლინა დოლიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ