დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ჯვრის მონასტრის კონსერვაცია 506 000 დოლარით დაფინანსდება 18.09.2020 23:05

საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯვრის მონასტრის კონსერვაცია 506 000 დოლარით დაფინანსდება.

 

 

„სიხარულით ვაცხადებთ, რომ ჯვრის მონასტრის პროექტმა გაიმარჯვა ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსში! მიმდინარე კვლევით სამუშაოებს, რომელსაც ასევე აშშ-ის მთავრობა აფინანსებს დაემატება შენობის მთლიანი გარე ფასადის საკონსერვაციო სამუშაოები, რაც მოიცავს ოთხივე ფასადს, გუმბათის რვავე მხარეს და კედლის ზედაპირს, დაახლოებით, 1 200 კვადრატული მეტრის ფართობს. სამუშაოებს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი შეასრულებს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ჯვრის მონასტრის კონსერვაციის მეორე ეტაპისთვის 506 000 დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი 16 სექტემბერს მონასტერს ეწვია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ