დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

დემოკრატების მხარდამჭერ პუერტო-რიკოელებს ტრამპმა კუნძულის განვითარებისთვის 13 მილიარდი გამოუყო 19.09.2020 00:35

ირაკლი გოგავას პოსტი:

პუერტო რიკო კუნძულია კარიბის ზღვაში 3,1 მილიონი ძირითადად ესპანურენოვანი მოსახლეობით. მას აშშ-სთან თავისუფალი ასოცირებული სახელმწიფოს სტატუსი აქვს. უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის აშშ კონგრესს, თუმცა ამერიკული კონსტიტუცია შეზღუდულად მოქმედებს და კუნძულს ადგილობრივი თვითმმართველობა ჰყავს. 5-ჯერ გაიმართა რეფერენდუმი ამერიკის 51-ე შტატის სტატუსის მიღების მოთხოვნით, მაგრამ ვაშინგტონი უარს ამბობს კუნძული თავის შემადგენლობაში მიიღოს. აშშ-ში კი დაახლოებით 5,5 მილიონი პუერტო რიკოელი ცხოვრობს და ისინი ტრადიციულად უმეტესად დემოკრატებს აძლევენ ხმას. დონალდ ტრამპმა დღეს გამოსცა ბრძანება, რომლითაც პუერტო რიკოს, ქარიშხლის შედეგებთან გამკვლავებისთვის, რომელიც 2017 წელს მოხდა და ზოგადად კუნძულის განვითარებისთვის $13 მილიარდი გამოუყო. შედარებისთვის: საქართველოს ეკონომიკა 2019 წელს $16 მილიარდი იყო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ