დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა 19.09.2020 12:11

ხაშური-გორის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10-მდე მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. მიკროავტობუსი საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.

 

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები გორის, ქარელის და ხაშურის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ყველაზე მძიმეა შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ქარელის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, საშუალო სიმძიმისაა ამავე კლინიკაში შეყვანილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა. საშუალო სიმძიმისაა ასევე გორში, კლინიკა "გორმედში“ მოთავსებული 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ