19.09.2020 12:38
ფეისბუქმომხმარებელი გულბათ რცხილაძე სოციალურ ქსელში წერს:
"იმედის" ვულგარულ არხს, რომელსაც ვულგარულობაში ალბათ მხოლოდ ქალბატონი გვარამიას არხი სჯობნის, ახლა, რთულად როცა აქვთ საქმე არჩევნების წინ, გაახსენდა ზაზა დავითაია და მისი ფიზიკური ტრავმები. ზაზას ისტორია, რომელსაც ნაც-ჯალათებმა ჯერ ციხე არგუნეს და ციხის მერე, უკვე ბიძინიზებულ საქართველოში, სასტიკი ფიზიკური თავდასხმა მოუწყეს, სამარცხვინოა ქოცური სისტემისათვის, ასეთი სიუჟეტის გაშვება "იმედის" მხრიდან "ქოცნების" საბოტაჟს უფრო ჰგავს. ვეჟო, კაცი ცემით კინაღამ მოკლეს და თქვენ 5 წელი "იძიებდით" და სასამართლოებში აჯანჯლებდით ამ აშკარა დანაშაულის საქმეს, 2014 წელს ჩადენილ დანაშაულზე ბრალი 2019 წელს გამოიტანეთ და ისიც გააკეთეთ, რომ სააკოიდური შნირი ჯალათი, ვინც მთავარი ფიგურანტია დავითაიას საქმეში, საქართველოდან პოლონეთში გააპარეთ. იმისი თავხედობაც გყოფნით, რომ სიუჟეტში წუწუნებთ, სააკაშვილი პოლონეთის მთავრობას ატყუებს, თავის ჯალათს ფეისბუკის რაღაც იდიოტური გვერდების ადმინისტრირების გამო სდევნიანო... კაი, სააკაშვილი, დავუშვათ, ატყუებს პოლაკებს, მაგრამ თქვენ რას შვებით, რატომ არ აუხელთ იმ კაჩინსკურ თვალებს?? თუ სულ მთლად ასეა თქვენი საკმე, რომ პოლშაშიც სასაცილოდ ჰყავხართ აგდებულები?"- წერს ის.