დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში დადასტურდა, 30 კი თბილისში 19.09.2020 13:16

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში დადასტურდა, 30 კი თბილისში.

 

როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 14 კრიტიკულად მძიმე და 70-ზე მეტი მძიმე პაციენტი მკურნალობს.

 

„დაგვემატა 187 ახალი შემთხვევა, ჯამში 3306 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა-116, გურია-4, თბილისი-30, იმერეთი-15, კახეთი-3, მცხეთა-2, სამეგრელო-11, სამცხე-1, ქვემო ქართლი- 2, შიდა ქართლი -3.

გამოჯანმრთლებულების რიცხვი 46-ით გაიზარდა და 1481 გახდა. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელია- 45. კოვიდცენტრებში და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობს 1798 პაციენტი, აქედან კრიტიკული 14 პაციენტია, მძიმე კი 70-ზე მეტი პაციენტია. დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში 35 პაციენტი მკურნალობს, 1 კრიტიკულად მძიმე და 3 მძიმე პაციენტი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ