დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

აზიის განვითარების ბანკი 54-ე წლიურ შეხვედრას საქართველოში გამართავს - გზავნილი ინვესტორებისთვის 19.09.2020 16:17

ირაკლი ლატარიას პოსტი:
როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, აზიის განვითარების ბანკი (ADB) 54-ე წლიურ შეხვედრას საქართველოში გამართავს. მისივე განმარტებით, მათი მხრიდან ამ ღონისძიების საქართველოში გამართვის გადაწყვეტილება მიუთითებს ქვეყნის მიერ განხორციელებული ანტიკრიზისული გეგმისა და პოსტპანდემიური სტრატეგიის ეფექტურობაზე. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას 5 ათასზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი იღებს, მათ შორის ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტები, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას. ხოლო თუ მხედველობაში მივიღევთ, რომ ADB ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, ეს მოვლენა კიდევ ერთ დატვირთვას იძენს. კერძოდ, ღონისძიების საქართველოში ჩატარება საერთაშორისო ინვესტორებისთვის იქნება გზავნილი, უფრო აქტიურად ჩადონ ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. მნიშვნელოვან ნიუანსს წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ADB-ის 53-ე წლიურ შეხვედრაზე ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
რაც შეეხება გაეროს მსოფლიო ტურიზმის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გამართვას თბილისში, ცალსახად მეტყველებს ქვეყნის საერთაშორისო აღიარებაზე. ეს ყველაფერი დღევანდელი მთავრობის ზედმიწევნით სწორი და ადეკვატური პოლიტიკის შედეგია, რაც მხოლოდ და მხოლოდ უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ