დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

ჯაბა ჯიშკარიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 19.09.2020 16:51

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში“ ცოტა ხნის წინ დაწერა: `ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი: covid 19 - დადებითი ... ყველაფერი კარგად იქნება!“, წერს დეპუტატი. ჯიშკარიანი იქვე აქვეყნებს პალატაში გადაღებულ ფოტოს. როგორც ის აცხადბს, მას შემდეგ, რაც მისი პარტიის წევრებს, ლევან გოგიჩაიშვილსა და გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდგინდათ, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. „მეათე დღეს დამეწყო თავის ძლიერი ტკივილი, არ მიყუჩებდა მედიკამენტი და ეპიდემიოლოგების რჩევით კარანტინიდან გადავედი ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც დღეს მივიღე „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი. დავკარგე ყნოსვა და გემოც“. აცხადებს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ