AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ცნობილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა დღეს ჯვარი დაიწერა. ნანუკას რჩეული ცნობილი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის კობა ნაყოფიას ვაჟი ნიკოლოზ ნაყოფიაა. ისინი შარშან დაინიშნენ და ამ პერიოდის განმავლობაში წყვილი ერთად ცხოვრობდა. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და ქორწილის გადახდაზე მკაცრი რეგულაციების პირობებში, დღესასწაული მოკრძალებულად აღნიშნეს.
ნიკა ნაყოფია 19 წლის ასაკიდან ოქროსმომპოვებელი „კვარციტის“ კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი შემოსავალი თვეში 220000 ლარს შეადგენდა. ნიკას ლამაზი გოგონებით დაინტერესება პირველი ქორწინებით დასრულდა. მან ცოლად „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე მოიყვანა. ქორწინების შემდეგ წყვილი ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად. მაგრამ ისინი დაშორდნენ. ნიკა ნაყოფიას სახელმა საქმიან წრეებში კიდევ ერთხელ გაიჟღერა მაშინ, როცა მოულოდნელად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მეწილე გახდა. მაშინ ნიკა ნაყოფიამ არხი 4 000 000 დოლარით დააფინანსა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge