აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია. მათივე ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 16 ლოკაციიდან 13-ზე გაწმენდითი სამუშაო პროცესი დასრულებულია. გზა დაზიანებული რჩება მხოლოდ სამი სოფლის მიმართულებით: სკურდიდის, შუშანეთისა და მარადიდის მიმართულებით, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. მანამდე კი მოსახლეობას საშუალება აქვს, შემოვლითი გზით ისარგებლოს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge