დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა, 30 თბილისში 20.09.2020 14:04

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა. მისივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევიდან 30 თბილისში ფიქსირდება.

 

 

„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში 3306 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაგვემატა 196 ახალი შემთხვევა და დღევანდელი მონაცემებით, გახლავთ სულ 3502 დადასტურებული შემთხვევა. 196 ახალი დადასტრურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: 128 არის აჭარა, 30 - თბილისი, 19-ქუთაისი, 6-სამეგრელო ზემო-სვანეთი, 5 - ქვემო ქართლი, 1-შიდა ქართლი, 4 - გურია, 2- მცხეთა-მთიანეთი და 1 კახეთი“, - განაცხადა ეზუგბაიამ. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისში დადასტურებულ შემთხვევებს სხვადასხვა წყაროებს უკავშირდება. „ერთმნიშვნელოვნად ვერ გეტყვით, მაგრამ მათი ნაწილი ალბათ, არის საკარანტინე სივრცეებიდან, ნაწილს ალბათ მოგზაურობის ისტორია აქვს და მათი კონტაქტებია და ნაწილი ალბათ, ახლად გამოვლენილი შემთხვევებია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კითხვაზე, დადასტურებულ შემთხვევებს შორის, რამდენია სამედიცინო პერსონალი, ეზუგბაია აცხადებს, რომ ზუსტი მონაცემები არ აქვს, თუმცა, აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი სხვა ქვეყნების მონაცემებზე ნაკლებია. „ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების პროცენტი ბევრად ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში".

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ