დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„მე მყავს სუიციდისტი შვილი - ჩემთვის თამუნას თვითმკვლელობა დადასტურებულია“ 20.09.2020 14:47

ჟურნალისტი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედიას ეხმაურება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც სხვისი ტრაგედიის გამოყენებას სათავისოდ ცდილობს:
დიდი ხანია თვალყურს ვადევნებ და თითქმის არაფერი გამომიტოვებია თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედიაზე. თავიდანვე დავწერ და არაერთხელ არაერთი ტელევიზიით მისაუბრია ჩემს პირად ტრაგედიაზე. მე მყავს სუიციდისტი შვილი და ბევრჯერ გამოვძვერით სიკვდილის კლანჭებუდან და ვაი ამ გამოძრომას. ეხ ჯოჯოხეთია და არავის ვუსურვებ, მტერსაც კი...
რატომ გადავწყვიტე ამ სტატუსის დაწერა.? ყველა ფაქტის (გაცხადებულის) შეჯერებით ჩემთვის თამუნას თვითმკვლელობა დადასტურებულია. ვიცნობ ამ განცდას ზედმიწევნით კარგად. ახლა ვიქნები უსაშველოდ მწარე და მკიდია იმ კატეგორიის შეფასებები ვისაც ვგულისხმობ. ამ გოგონამ უარი თქვა თქვენნაირების და ჩემნირების გვერდით თანაცხოვრებაზე.
რა არ დააბრალეთ ბავშვს - პედოფილია, ქურდობა, აგენტობა, შშანტაჟი. არ ხართ თქვენ ადამიანები... და ბოლოს, არ გამოდის ამ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ბავშვებისაგან გირგვლიანის გამოძერწვა. დაინდეთ ტრაგედიისგან გამწარებული მშობლები, ავაზაკებო!!!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ