დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ქართველმა ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მთავარი ფავორიტი, ოძეკი ტაკაკეიშო დაამარცხა 20.09.2020 15:12

აკი ბაშოს მე-8-ე საშეჯიბრო დღის მთავარ შეხვედრაში ლევან გორგაძემ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი გაინულა. ქართველმა მებრძოლმა ტურნირის მთავარი ფავორიტი, ოძეკი ტაკაკეიშო დაამარცხა. იაპონელი ოძეკი ტოჩინოშინისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა. ურთიერთშეხვედრებში ტაკაკეიშოს 8:2-ზე ჰქონდა უპირატესობა. ლევან გორგაძემ ოძეკის წინააღმდეგ ტაქტიკა სწორად შეარჩია, შეჯახებისთანავე ოდნავ მარჯვნივ გაიწია და მეტოქე თავზე ჩამოკვრით , ჰატაკიკომის ილეთით დააგდო დოჰიოზე. ტოჩინოშინს 8 დღის შემდეგ 4 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ხვალ, 21 სექტემბერს ლევან გორგაძის მეტოქე მეორე ოძეკი ასანოიამა იქნება.

 

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ