დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ევროპული საქართველო“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაზე უკეთ გაიაზრა წარსულის შეცდომები“ 20.09.2020 16:30

ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ არის გუნდი, რომელმაც ყველაზე კარგად გაიაზრა წარსულის შეცდომები და იცის რა არის გუნდურობა და აღნიშნა, რომ ის, „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად ბათუმს და მთლიან საქართველოს გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს.

 

„ეს ადგილი ჩემთვის ძალიან სიმბოლურია, რადგან მეოთხედი საუკუნის წინ, აქ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობდი, ვასწავლიდი პოლიტოლოგიას და მაშინ მხოლოდ იმიტომ, რომ საგანთან ერთად ვქადაგებდი თავისუფლებას, მე მგლის ბილეთით გამაძევეს უნივერსიტეტიდან. როგორ წარმოვიდგენდი, რომ 25 წლის შემდეგ, ამ უნივერსიტეტშიც, მთელ ბათუმშიც და მთელ საქართველოშიც იქნებოდა ისეთი ანომალიური ვითარება, რომ თავისუფლების ქადაგება, თავისუფლების სიყვარული, კვლავაც იქნებოდა მიუღებელი მმართველებისათვის და მმართველების ქვეშ მოკალათებული მედროვე ადამიანებისათვის. სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებების ტალღა უნდა დაიწყოს ბათუმიდან, ჩემთვის ყველაზე მისაღები და ოპტიმალური გადაწყვეტილება ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩართულობის არის ყოფნა ევროპული საქართველოს გუნდთან, რადგან ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაზე უკეთ გაიაზრა წარსულის შეცდომები და ყველაზე კარგად ახასიათებს გუნდურობა და იცის რა არის სამართლიანი მმართველობა“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოუტანოს გარდამტეხი ცვლილებები ბათუმს და საქართველოს.

 

„ბათუმელები, რომელთაც უბრალოდ მობეზრდათ ამდენი გაუთავებელი ექსპერიმენტი ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული, მობეზრდათ შიშში, გაურკვევლობასა და გაუცხოებაში, კორუფციულ ჭაობში და გარიყულ საზოგადოებაში ცხოვრება, გააკეთებენ არჩევანს და ეს იქნება „ევროპული, დასავლური“, არარუსული გუნდი, „ევროპული საქართველო“, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მოუტანოს როგორც ამ ქალაქს, ისე მთლიან საქართველოს გარდამტეხი ცვლილებები“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ