დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„რუსეთის სპეცსამსახურის სეიფებიდან ინფორმაციების მომპოვებელი ტელევიზია ქართულ არჩევნებზე ზემოქმედებას აგრძელებს“ 20.09.2020 17:20

ამირან სალუქვაძის პოსტი:
ოკუპანტი სახელმწიფოს ერთდროულად ყველა სპეცსამსახურთან მჭიდრო კავშირში მყოფი, თუ ერთდროულად რუსეთის ყველა სპეცსამსახურის სეიფებიდან საიდუმლო ინფორმაციების მომპოვებელი ტელევიზია, ამ "ინფორმაციების" თუ სპეცსამსახურების მეშვეობით აგრძელებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების კამპანიაზე ზემოქმედებას. მორიგი გადაცემა მიეძღვნა ისევ ბიძინა ივანიშვილს, ისევ ეკლესიას, ისევ ტრაგედიებს, ისევ კრიმინალურ ქრონიკას. რა მნიშვნელობა აქვს ვის რას დააბრალებ, მთავარია გააჟღერო?! დავუშვათ და მართლა აქვს ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში სამედიცინო მარიხუანისგან წამლების წარმოება. მერე რა? მერე რა, რომ თურმე თემურ უგულავასი ყოფილა?! მერე რა?! შემდეგ სერიაში ვიხილავთ, როგორ შეისყიდა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი ჩინური ტიკ-ტოკი. ჩინეთში უკვე გაემგზავრა ერთიანი აგროპროექტის სამი თანამშრომელი... ეკლესიის თემას, ტრაგედიებს აღარ შევეხები. მაგარი გადაცემა იყო, მაგრამ წინას ვერ აჯობა. რუსეთის რამდენიმე სპეცსამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციები ნამდვილი სენსაცია იყო. ის ვიდეო გამახსენდა, ახალგაზრდა კაცი რომ ყვება, როგორ მოპარა ბაჩომ ომის დროს შეიარაღება და ხილ-ბოსტნეულგადაფარებული, როგორ გამოატარა მთელი რუსეთის გავლით. რუსეთმა იარაღის ემბარგო გამოგვიცხადა და სხვა გზა არ იყოო... არჩევნებამდე ზუსტად 41 დღე დარჩა. მანამდე ბევრ ასეთ გასართობს ვიხილავთ. ღიმილაკები...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ