17:50 20.09.2020
ვინ ცდილობდა ლევან კობიაშვილთან შეხვედრის ჩაშლას
სამოქალაქო აქტივისტი ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და იმ ადამიანებს ასახელებს, ვინც გუშინ მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან კობიაშვილთან შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა:
მეგობრებო ეს 2012 წელი არ გეგონოთ, ვიდეოში ასახულია გუშინდელი ლევან კობიაშვილის შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც ნიკა მელიას ზონდერებმა სცადეს არეულობის მოწყობა. წარსულში ნასამართლევი რეციდივისტების მოგზავნა შეხვედრაზე, იმის ნიშანია რომ მელია ცდილობს უბანში, რაიონში არეულობის შემოტანას! სასაცილოა როცა ნაც -სექტა საუბრობს ოცნების ქუჩასთან თანამშრომლობაზე და თვითონ აგზავნიან შეხვედრებზე (სადაც უამრავი ბავშვი იყო) კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანებს, რომლებიც კარგად დადგმული სცენით ცდილობდნენ ჩხუბის ატეხვას.
ვინ არიან ეს ადამიანები?
ჯაბა ზარასპაშვილი - 2014 წელს დაკავებული იყო იარაღის ტარებაზე!
ირაკლი ეძგვერაძე (ჭყიპინა) - 2012 წელს დაკავებული იყო ადამიანის დაჭრაზე, (განზრახ სხეულის დაზიანება) მისჯილი ჰქონდა 5 წელი, იმავე წელს მიშამ მოასწრო და შეიწყალა!
დავით დუნდუა- ძველი ზონდერი, კახი კალაძის წინააღმდეგაც აქტიურობდა პროვოკაციებში 2012 წელს.
ალბათ ხვდებით რომ ნაცებმა თავის ზონდერები ამოწიეს ამდენი წლის მერე საარჩევნო არეულობისთვის!

 

 

იხილეთ ვიდეო:




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge