დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„სომხეთი ახალი დიდი ომისთვის ემზადება - ჩვენ გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია“ 20.09.2020 18:20

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ფიქრობს, რომ სომხეთი ახალი ომისთვის ემზადება. აზერბაიჯანულ ტელეკომპანიებთან შეხვედრისას, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ ხაზზე სომხეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია შეინიშნება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის მხრიდან ივლისის პროვოკაციის ერთ-ერთი მიზეზი იყო სურვილი შეემოწმებინა, რა რეაქცია ექნებოდათ მის მოკავშირეებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში.

 

„ისინი ახალი დიდი ომისთვის ემზადებიან. ჩვენ გვაქვს ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაცია. ჩვენ ვიცით, რა ხდება ჩვენ ირგვლივ. ჩვენი სპეცსამსახურები ძალიან ეფექტურად მუშაობენ“, – განაცხადა ალიევმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ