დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„საქართველო მოიქცა როგორც ძალიან საიმედო პარტნიორი - ამის გამო, მინდა გამოვხატო პატივისცემა საქართველოს ხელისუფლების მიმართ“ 20.09.2020 21:25

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასება - ნაწყვეტი ინტერვიუდან, რომელიც პრეზიდენტმა აზერბაიჯანის საზოგადოებრივ ტელევიზიას მისცა:

 

 

- უნდა ვთქვა, რომ უაღრესად ვაფასებ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას ამ მოვლენების დროს (იგულისხმება აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირების ესკალაცია. - რედ.). როგორც ცნობილია, საქართველომ არავის მისცა უფლება, თავის ტერიტორიაზე გაეტარებინა სომხეთისაკენ მიმავალი შეიარაღება. სწორედ ამის გამო სომხეთისთვის საომარი ტვირთების მიწოდება ხდება სატვირთო თვითმფრინავებით, კასპიისპრა ქვეყნების ტერიტორიებზე გავლით. საქართველო მოიქცა როგორც ძალიან საიმედო პარტნიორი. ამის გამო, მინდა გამოვხატო პატივისცემა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის სახით ჩვენ გვყავს საიმედო პარტნიორი და მეგობარი.      

 

საერთაშორისო კავშირები დღითიდღე მყარდება, ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები. უახლოეს პერიოდში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი საქართველოში მინისტრის რანგში. ამჟამად მზადდება ეს ვიზიტი და საკითხები. ჩვენ გვაკავშირებს როგორც ისტორიული ძაფები, ისე საერთო ინტერესები. დღეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ყველა ურთიერთობა და თანამშრომლობა ემსახურება ორივე ქვეყნის ინტერესებს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტები აკავშირებს და ასე გაგრძელდება მომავალშიც.    

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ