დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

„პიროვნულად ძალიან ვაფასებ - მიმაჩნია, მისი გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი“ 20.09.2020 22:36

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ვანო მერაბიშვილს პიროვნულად ძალიან აფასებს, მისი გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში - სწორია. სააკაშვილმა ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

 

"რა თქმა უნდა, პიროვნულად ძალიან ვაფასებ, მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება არ იყოს პოლიტიკაშ, არის სწორი. მიმაჩნია, რომ საერთოდ უნდა მოვიდეს ახალი თაობა, ვანო მერაბიშვილის ხსენება სამართალდამცავ სტრუქტურებთან მიმართებაში საერთოდ გაუგებარია, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები უნდა აირჩიოს საზოგადოებამ. ხატია დეკანოიძე გვყავს და უამრავი სხვა ადამიანი გვყავს და მუდმივად ერთი და იგივე სახელებით საზოგადოების მანიპულირების მცდელობა, მე მგონი, არასწორია. სრულიად ვიზიარებ ნიკა მელიას პოზიციას." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ