დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"მთავარი არხის" და IPSOS-ის ორი წლის კვლევის შედეგები - „ოცნების“ რეიტინგი 9%-ით გაიზარდა 20.09.2020 23:32

 

"მთავარი არხი" IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, პასუხები ასე ნაწილედება.

 

"ქართული ოცნება" - 25 %

"ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 15,5 %

"ევროპული საქართველო" - 5 %

"სტრატეგია აღმაშენებელი" - 3 %

"ლეიბორისტული პარტია" - 3 %

"პატრიოტთა ალიანსი" - 3 % "გირჩი" - 2,5 %

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 2,5 %

"ლელო საქართველოსთვის" - 2 %

ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 1,5 %

"თავისუფალი საქართველო" - 1 % სხვა პარტიები - 3 %

არ ვიცი - 19 %

უარი პასუხზე - 14 %

 

 

რაც შეეხევა ალოკაციით მიღებულ შედეგებს კი, კვლევის მიხედვით იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" - 38 %

"ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 26 %

"ევროპული საქართველო" - 9 %

"სტრატეგია აღმაშენებელი" - 5 %

"ლეიბორისტული პარტია" - 4 %

"პატრიოტთა ალიანსი" - 4 %

"გირჩი" - 3 %

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 3 %

"ლელო საქართველოსთვის" - 3 %

ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 2 %

"თავისუფალი საქართველო" - 1 % სხვა პარტიები - 2 %

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა,

 

 

2019 წლის მაისში მაშინდელი„რუსთავი 2“ -ის, ანუ „მთავარის“ დაკვეთით, კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო კვლევის შედეგები ასეთი იყო:

 

კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ხმას „ქართულ ოცნებას” მისცემდა, 18% – „გაერთიანებული ოპოზიციას”, ხოლო 7% – „ევროპული საქართველოს”. მეოთხე და მეხუთე ადგილებს 3-3%-ით „პატრიოტთა ალიანსი” და „ლეიბორისტული პარტია”  ინაწილებენ. გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას. 17% არც ერთი პარტიის მხარდაჭერას არ აპირებს, ხოლო 9% პასუხზე უარს აცხადებს.

 

ალოკაციის გათვალისწინებით (ალოკაცია არის ხმის დათვლის ისეთი საშუალება, როდესაც რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას), მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება" – ბიძინა ივანიშვილი 29,2%

„გაერთიანებული ოპოზიცია" – 22%

„ევროპული საქართველო" – 10,4

„ლეიბორისტული პარტია" – 4,9

„პატრიოტთა ალიანსი" – 4,7.

 

როგორც ვხედავთ, „ქართული ოცნების“ 25% შარშან და წელს უცვლელია, გაერთიანებულ ოპოზიციას კი თითქმის სამი პროცენტით შეუმცირდა რეიტინგი. ალოკაციის გათვალისწინებით, შარშანდელი და წლევანდელი მაჩვენებლები ასეა შეცვლილი: „ქართული ოცნების“ რეიტინგი 9% გაიზარდა, გაერთიანებული ოპოზიციის კი - 4%. თუ გავიითვალისწინებთ იმასაც, რომ სხვა პარტიების მაჩვენებლები ამ ორ წელიწადში თითქმის არ შეცვლილა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ზრდა გადაუწყვეტელი, ანუ ვინც ორჭოფობს, იმ ამომრჩევლის ხარჯზე მოხდა. თუმცა ამის შესახებ კვლევები არაფერს ამბობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ