დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა 21.09.2020 11:48

 

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14.7 %-ით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარს (17.5 %-ით ნაკლებია).


მთლიანობაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.7 %-ით ნაკლებია.


საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ- აგვისტოში, 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს  საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41%-ია.


იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 462.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.3 %-ია. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები – 260.1 მლნ. აშშ დოლარით,  მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 145.5 მლნ. აშშ დოლარით.


უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 481.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 %-ია. მეორე ადგილს 325.1 მლნ. აშშ დოლარით იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 312.1 მლნ. აშშ დოლარით.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ