დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ძლიერი ლიდერები 21.09.2020 11:54

 

"მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ უკიდურესად მობილიზებული იყო და აგრესიულად მუშაობდა დეზინფორმაციის კამპანია, მანქანა, რომელსაც სამწუხაროდ, ძველი ოპოზიცია დღემდე აკონტროლებს, ჩვენ შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების გაკეთება ქვეყანაში და შევძელით საზოგადოებასთან ნდობის გამტკიცება,”-  ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძის წარდგენისას განაცხადა.

 

მისი თქმით,  2012 წლამდე ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში იყო, კონსტიტუციასა და საარჩევნო სისტემას თავის საჭიროებებზე ირგებდა.

 

"ქართული ოცნება" უახლეს ისტორიაში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა და გაატარა ისეთი დემოკრატიული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც სახელმწიფო მმართველობაზე რეალური ძალაუფლება და კონტროლი დაუბრუნდა ხალხს, გადაეცა ხალხს. სწორედ ამიტომაა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში არის ადამიანი. ეს არის გარანტირებული კონსტიტუციის დონეზე და ჩვენი პარტიის მუშაობის პრინციპების დონეზე. ჩვენ შევძელით, ყველაზე უკეთ, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქვეყანაში რაიმე განვითარების მიღწევა. ჩვენ შევძელით ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობასა და მისი უფლებების დაცვაზე და ბოლოს, საყოველთაო ჯანდაცვის, "" ჰეპატიტის პროგრამის და სხვა რეფორმების შემდეგ არის საქმე, რომელიც გიორგი გახარიას მთავრობამ, გლობალური პანდემიის პირობებში გააკეთა და მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველომ ყველაზე უკეთ შეძლო პანდემიისა და კორონავირუსის პირველი ტალღის მოგერიება და ვირუსის ფართო გავრცელების შეზღუდვა,"- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს,  საქართველო რჩება ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გავრცელების ზონად და ინარჩუნებს მწვანე სტატუსს.

 

ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ძლიერი ლიდერები. ჩვენ სწორედ ამ გამოცდილი გუნდით, სწორედ ამ პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ ზრუნვას მომავალზე. დღეს მოვედით თქვენთან, რომ ეს ნდობა განვამტკიცოთ და გავაგრძელოთ თქვენთან ერთად ზრუნვა ქვეყნის გამთლიანებასა და გაძლიერებაზე", - განაცხადა თალაკვაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ