დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ვასო ურუშაძე: პოლიტიკური შემოწირულობების თითქმის 55% მმართველ პარტიაზე მოდის 21.09.2020 13:30

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-მა პოლიტიკური პარტიების შემოსავლების ანალიზი შეისწავლ და შესაბამისი კვლევა მოამზადა.

 

როგორც სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე აცხადებს - 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გაკეთებული პოლიტიკური შემოწირულობების თითქმის 55% მმართველ პარტიაზე მოდისრაც უთანასწორო საარჩევნო გარემოზე მიუთითებს.

 

მისი თქმით,  კვლევის მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა ფიზიკური და იურიდიული პირების გამოვლენა, რომელიც ახორციელებენ პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობებს და ასევე სხვადასხვა სახით დაკავშირებული არიან სახელმწიფო რესურსებთან, ტენდერებისა და ხელშეკრულების მიღების გზით.

 

„2020 წლის პირველ სექტემბრამდე პოლიტიკურ პარტიებს მიღებული აქვთ 10 855 638.93 ლარის შემოწირულობა, საიდანაც 5 924 396.5 ლარის ოდენობის შემოწირულობა (54,6%) სახელისუფლებო პარტიაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოზემოდის. სულ შემოწირულობა მიღებული აქვს 24 პოლიტიკურ პარტიას, თუმცა შემოწირულობების მხოლოდ 30% მოდის 22 პარტიაზე. დისპროპორციულადაა გადანაწილებული შემოწირულობების ოდენობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. შემოწირულობების მხოლოდ 2,7% მოდის იურიდიულ პირებზე. შემოწირულობების 97.3% კი განხორციელებულია ფიზიკური პირების მიერ”, - განაცხადა ურუშაძემ.

 

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სახელისუფლებო პარტიასქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოარ ჰყავს შემომწირველი იურიდიული პირი, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაზე მეტ შემოწირულობას იღებს ჯამურად.

 

აღნიშნული ტენდენცია შესაძლოა აიხსნას მხოლოდ ორი ფაქტორით. კერძოდ, ადამიანებს, რომლებიც განკარგავენ იურიდიული პირების ფინანსურ რესურსებს, ურჩევნიათ შემოწირულობა გააკეთონ ანონიმურად, რადგან ეშინიათ, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის დაფინანსების შემთხვევაში მათ ბიზნესებზე, მაკონტროლებლების მხრიდან, განხორციელდება დევნა. ამიტომაც, ამგვარი იურიდიული პირების წარმომადგენლები პარტიების სასარგებლოდ შემოწირულობებს აკეთებენ სხვა მოქალაქეების დახმარებით”, - აღნიშნა ურუშაძემ.

 

როგორც სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის თავმჯდომარემ განმარტა, სახელისუფლებო პარტიის შემომწირველი იურიდიული პირების წარმომადგენლები ერიდებიან საკუთარი კომპანიის სახელის შემომწირველთა სიაში დაფიქსირებას, რათა არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები სახელმწიფოსგან მიღებული სარგებლის შესახებ, რომლებსაც არსებული იურიდიული პირები, შესაძლოა, იღებდნენ სახელმწიფო რესურსით, ტენდერისა თუ სხვა ტიპის კონტრაქტების მიღების სანაცვლოდ.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ