დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

გიორგი ცუცქირიძე ოპოზიციას საგარეო ვალით სპეკულირებისგან თავის შეკავებას ურჩევს 21.09.2020 14:14

„საგარეო ვალის აღების გარეშე, ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირება ვერ მოხდებოდა, ისევე, როგორც სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები ვერ დაფინანსდებოდა და ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდოდით“, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განუცხადა.

 

ექსპერტის განმარტებით, ბოლო 8 წლის განმავლობაში, მთავრობის საგარეო ვალის 3-ჯერ, დაახლოებით 13.3 მილიარდი ლარით გაზარდა კოვიდკრიზისიდან გამომდინარე, გარდაუვალი იყო:

 

 

„საგარეო ვალის აღება განპირობებული კანონზომიერი რეალობიდან გამომდინარე, -ეკონომიკის სტიმულირებისა და გაზრდილი ხარჯების დასაბალანსებლად.

 

 

ზოგადად, ვალი იზომება ქვეყნის მთლიან შიდაპ​როდუქტთან პროპორციაში. რეალურად, საქართველოს საგარეო ვალი 60%-მდეა, რაც, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს“.

 

ცუცქირიძე დასძენს, რომ ამ თემით ოპოზიცია მიზანმიმართულად სპეკულირებს:

 

„ეს არის წმინდა სპეკულაცია ოპოზიციის მხრიდან. თუ ქვეყანა კრედიტუნარიანი და გადახდისუნარიანია,  ვალის აღება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით ის გამართლებულიცაა!“ - აცხადებს ექსპერტი.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ