მდიდარი შემომწირველები და დიდი ფული ქართულ ოცნებასთანაა დაკავშირებული.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში აცხადებს, მოგებული ტენდერების სანაცვლოდ, ქართველი ბიზნესმენების ნაწილი აღებულ ფულს პარტიულ ყულაბაში, უკან აბრუნებს.
„ეს ჩვენი რეალობაა, მოიგებენ მილიონიან ტენდერს და შემდეგ, არჩევნებისთვის დიდ შემოწირულობებს აკეთებენ ან პირიქით, ვისაც დიდი შემოწირულობები აქვთ, ისინი იგებენ ტენდერებს და შესყიდვების კონტრაქტებს უფორმებენ,“- აცხადებს სერგო ჩიხლაძემ.
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- მა პოლიტიკური პარტიების შემოსავლების ანალიზი შეისწავლა და შესაბამისი კვლევა მოამზადა. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გაკეთებული პოლიტიკური შემოწირულობების თითქმის 55% მმართველ პარტიაზე მოდის, რაც უთანასწორო საარჩევნო გარემოზე მიუთითებს.
ჩიხლაძის თქმით, ხელისუფლება ბიზნესმენებზე ზეწოლას ახორციელებს, რომ თანხები მმართველ პარტიას შესწირონ.
„ამიტომ ლოგიკურია, რომ ყველაზე მეტი შემოწირულობა მმართველ პარტიას აქვს, განსხვავებით ოპოზიციური პარტიებისგან. მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში, არის ბიზნესმენი, რომელსაც უნდა თანხის შემოწირვა. ვარ აკეთებს ამას, რადგან შიში აქვს, რომ ბიზნესს დაუბლოკავენ ან ფინანსური პოლიცია შევა. ეს კი მთავრობის მხრიდან მანკიერ პრაქტიკაზე მიუთითებს,“-აღნიშნა მან.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge