„ბიზნესის გემოვნება სამწუხაროდ ხელისუფლების სასიკეთოდ იკვეთება“ - განაცხადა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ დამფუძნებელმა, პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებია ბიზნესი მხარს უჭერს მას, ვინც ხელისუფლებაშია. „ასე იყო 2007-08 წლებში, როცა ნაციონალები ბიზნესს სიმშვიდისთვის ფულის გადახდას თხოვდნენ. ფაქტია, რომ ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვითარება არც ახლაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- მა პოლიტიკური პარტიების შემოსავლების ანალიზი შეისწავლა და შესაბამისი კვლევა მოამზადა. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გაკეთებული პოლიტიკური შემოწირულობების თითქმის 55% მმართველ პარტიაზე მოდის, რაც უთანასწორო საარჩევნო გარემოზე მიუთითებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge