პოლიტიკური სუბიექტისთვის შეწირულობის გაკეთება ბიზნეს სექტორისთვის მომგებიანი არ არის.
როგორც „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელ მდივანი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ „ნაციონალების“ დროსაც მმართველ პარტიას უფრო მეტი შემოწირულობები ჰქონდა და ახლაც არაფერი შეცვლილა.
„მოტივაცია ყოველთვის გაქვს, როცა ვიღაცას შეწირულობას უკეთებ. ამ შემთხევაში სამთავრობო პარტია ითვლება ისეთ პოლიტიკურ სუბიექტად, რომ რამე სარგებელი მიიღო კონკრეტულ ვითარებაში. რა თქმა უნდა, ეს არათანაბარ პირობებში აყენებს საარჩევნო ვითარებაში სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს.
ეს ბანერების ფონზეც იგრძნობა. ფაქტობრივად ბანერების კლასტერი გაჩნდა ქვეყანაში, ვისაც აქვს ფული იმას აქვს ბანერი, რეკლამები და იმას საშუალება, რომ მოსახლეობას დიდი რაოდენობით „ნაცარი შეაყაროს“ თვალში. ეს იმ ნაშოვნი ფინანსების ხარჯზე, რომელიც ისევ და ისევ მოსახლეობას მოპარა და წაართვა. ამ მოცემულობით უნდა ეცადოს ამომრჩეველი და მაინც სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“.
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- მა პოლიტიკური პარტიების შემოსავლების ანალიზი შეისწავლა და შესაბამისი კვლევა მოამზადა. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გაკეთებული პოლიტიკური შემოწირულობების თითქმის 55% მმართველ პარტიაზე მოდის, რაც უთანასწორო საარჩევნო გარემოზე მიუთითებს.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge