დღე: 20

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

ლადო პაპავა - ქართული ეკონომიკა პანდემიის მძევალია 21.09.2020 16:57

,,ქართული და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკა პანდემიის მძევალია’’- განაცხადა პროფესორმა ლადო პაპავამ ,,ჯორჯიან თაიმსის’’ რადიო-ეთერში გიორგი ცუცქირიძის საავტორო გადაცემაში ,,ახალი ეკონომიკა’’ საუბრისას. ,,ეს არ არის ტრადიციული ეკონომიკური კრიზისი და ვიდრე მედიცინა ვირუსის არ დაამარცხებს ეკონომიკური მიმართულებით პროგნოზის გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია- განაცხადა ლადო პაპავამ.


,,წინასაარჩევნოდ, პარტიების მიერ წარმომადგენელი ეკონომიკური პროგრამები უფრო სურვილი და მოწოდებაა ამომრჩევლის გულის მოსაგებად, ვიდრე კონკრეტულ ციფრებზე და ეკონომიკურ გათვლებზე დაფუძნებული დოკუმენტი“, - აცხადებს პაპავა. მისივე თქმით, ,,არჩევნებში ეკონომიკური პროგრამების წარმოდგენა რიტუალურია, არ არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული რაიმე სახის მუხლი, რომელიც გამარჯვებულ პარტიას დანაპირების შესრულებას პირდაპირ მოსთხოვს’’.


„მეორე ტალღის შემთხვევაში ჩვენი მყიფე ეკონომიკა, სერიოზული დარტყმის წინაშე დადგება, ამიტომ საჭიროა ყველა ის საკრედიტო რესურსი, რომელიც ხელისუფლებამ პირველი ტალღისას მოიპოვა, გონივრულად გაიხარჯოს. თუ მსოფლიოში ,,ლოქ დაუნი’ განმეორდა, ახალი საკრედიტო რესურსის მოძიება ძალიან გაჭირდება,’’ - აცხადებს ლადო პაპავა.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ