დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუკაშენკოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების თაობაზე ვერ შეთანხმდნენ 21.09.2020 20:12

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე, ვერ მიიღეს გადაწყვეტილება ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით სანქციების დაწესების თაობაზე. ამის შესახებ ევროკომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საკითხის დასამტკიცებლად აუცილებელია, ყველას მხარდაჭერა, რაც დღეს არ ყოფილა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელი იყო, რომ ბელარუსის ხელისუფლების რამდენიმე ათეული მაღალჩინოსნისთვის ევროკავშირს სანქციები უნდა დაეწესებინა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ