დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ფურცხვანიძე ასოცირდება რუსულ სპეცსამსახურებთან და ურტყამს ამერიკასთან ასოცირებულ კომპანიას - თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნები“ 21.09.2020 20:22

კომპანია „ზეგის“ ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის თქმით, დავით ფურცხვანიძე მაშინ გაიცნო, როცა სატელიტური ფოტოების თემა გამჟღავნდა. მამუკა ჭაბაშვილი გამოეხმაურა დავით ფურცხვანიძის დღევანდელ განცხადებას, რომ იძიებს საქმეს, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ აფიორას ეხება. ადვოკატის განმარტებით, ამ გამოძიების მას არ სჯერა. „როგორც ის აცხადებს, გამოძიებას ატარებს კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით. მისი გამოძიების ვისაც სჯერა, კი ბატონო, სჯეროდეს, მაგრამ ამ ე.წ. გამომძიებელს ვერ გაურკვევია კომპანიის სახელი, ზაგია, თუ ზეგი. დადგენილია, რომ ფალსიფიცირებულია მის მიერ მიტანილი „მტკიცებულებები “. იმედია, პროკურატურა მოახდენს რეაგირებას“, – აღნიშნა მამუკა ჭაბაშვილმა. 

 

რაც შეეხება რეიხბახსა და კომპანია „ზეგთან“ დაკავშირებით ფურცხვანიძის განცხადებას, ადვოკატის თქმით, კომპანიის არც ერთი თანამშრომელი პროგრამული უზრუნველყოფის გარდა არაფერს აკეთებს, შესაბამისად, არც ბაჩალიაშვილს და არც სხვა თანამშრომელს ხელი არაფერთან მიუწვდებოდათ. „რეიხბახსა და კოპმანია „ზეგს“ რაც შეეხება, არც თამარ ბაჩალიაშვილი და არც „ზეგის“ არც ერთი თანამშრომელი, გარდა პროგრამული უზრუნველყოფისა, სხვას არაფერს აკეთებს. შესაბამისად, ხელი არაფერთან მიუწვდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ამ კომპანიიდან გამომდინარე, თამარს რამე სახის ინფორმაციასთან კავშირი ვერ ექნებოდა, გამორიცხულია. ვერც მას და ვერც სხვა თანამშრომლებს. ყველა დოკუმენტი გამოძიებას თავიდანვე წაღებული აქვს, მიმდინარეობს გამოძიება, ყველაფერი ნათელია. აუდიტის სამსახური ამ კომპანიას ამოწმებს საგადასახადო კუთხითაც და ნახავენ, რომ იქ არაფერი უკანონო არ არის.

 

რაც შეეხება აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელს, როდესაც კომპანია „ზეგი“ მიზეზების გამო ყურადღების ცენტრში მოექცა, ბატონმა აბრაჰამმა მიმართა ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი კომპანია გაჩერდა, ყველაფერი წაიღეს და ოფისი დალუქეს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოდან ოფიციალური წერილი მიიღო, სადაც ბოდიშს უხდიან შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ იმ წერილში ნახსენებია, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ეს უნდა მოვითმინოთ გამოძიების დასრულებამდე. ეს ადამიანი ელოდება გამოძიების დასრულებას, რის შემდეგაც ყველაფერს დააბრუნებენ და დიდი ალბათობით ოფისი გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, სხვა კომენტარს ამ პიროვნების ნათქვამზე ვერ გავაკეთებ. გამოიძიოს და რა გამომძიებელიც არის ჩანს, ფალსიფიცირებებით რასაც ცდილობს, რომ მიაჩეჩოს გამოძიებას. თუ ის ასე გააგრძელებს, ალბათ მტკიცებულებების გაყალბების, ჩვენებაზე უარის თქმის გარდა ცილისწამებაზეც და საქმიანი რეპუტაციის შელახვაზეც მოუწევს პასუხისგება. მე ვარ კომპანია „ზეგის“ ადვოკატი და არა აბრაჰამის ადვოკატი, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სიცრუეა. უბრალოდ მისი (ფურცხვანიძის) განცხადება უკავშირდება იმას, რომ გამოძვრეს იმ სიტუაციიდან, რა სიტუაციაშიც აღმოჩნდა, არანაირ ფინანსურ მაქინაციებზე საუბარი არ არის და ვერც იქნება.

 

დადოს კონკრეტული ფაქტები, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, ცარიელ განცხადებებს რომ ისვრის. დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით, რომ მის მიერ მოწოდებული ფოტოები გაყალბებულია და მაინც გაიძახის – არა, მე დავამტკიცე, რომ ეს რეალურია. ამის შემდეგ ამ ადამიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე  სერიოზული კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო, არ ვიცი. მედიასაშუალებებიდან გავიგე, რომ ეს კაცი ასოცირდება რუსულ სპეცსამსახურებთან. ადამიანს, რომელიც უკავშირდება რუსეთის სპეცსამსახურს და ურტყამს ამერიკასთან ასოცირებულ კომპანიას, თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნები, რა უნდა. ეს ადამიანი ცუდად გაიხლართა ამ გაყალბებული ფოტოების ამბავში, ახლა ცდილობს ამის გაპრავებას, რატომ მოხვდა ეს ფოტოები მის ხელში, თუმცა რაც გააკეთა, შეგნებულად აქვს გაკეთებული“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ კომპანიასთან დაკავშირებით გამოძიება ფინანსურ აფიორას არ უკავშირდება. „მინდა, კიდევ გავუსვა ხაზი, რომ კომპანიასთან დაკავშირებით გამოძიება ფინანსურ აფიორას კი არ უკავშირდება, არამედ თამარის გარდაცვალებასთან მიმდინარე გამოძიებაზე არის საუბარი. რადგან ერთ- ერთი ვერსია იყო, რომ მის საქმიანობასთან ხომ არ იყო დაკავშირებული, ის კომპანია „ზეგ“-იში მუშაობდა, ამაზეა საუბარი. არანაირ ფინანსურ მაქინაციებზე და აფიორაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ