დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„ძალიან არ უნდათ, რომ მე ამ საქმეში ვიყო - დღეს ტელეფონს ჩამომართმევენ, ხვალ თავისუფლებას“ 21.09.2020 20:46

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. ამის შესახებ ადვოკატმა თავად განაცხადა:

 

„სატელიტურ ფოტოსთან დაკავშირებით ჩვენებას მაგისტრ მოსამართლესთან ერთად მივცემთ, ამავდროულად, ჩემი მობილური ტელეფონი დალუქეს და შესამოწმებლად მიაქვთ. რა უნდა შეამოწმონ არ ვიცი – შეამოწმონ. დღეს ტელეფონს ჩამომართმევენ და ალბათ ხვალ თავისუფლებასაც მიაყოლებენ ზევიდან. ძალიან არ უნდათ, რომ მე ამ საქმეში ვიყო. რადგან ყოველდღიურად ვაწვდი იმ ინფორმაციებს, რომ ამ საქმეში არანაირი თვითმკვლელობა არ არსებობს, ეს გოგო მოკლა იმ სისტემამ, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ჩემს ტელეფონში ოფიციალურად ვერაფერს იპოვიან და არაოფიციალურად ყველაფერს შექმნიან და გააკეთებენ, რომ დამაკავონ. მე არაფრის მეშინია, მათ ეშინოდეთ თავიანთი მომავლის“, – ამბობს რამიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ