დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

დონალდ ტრამპის მიერ შესრულებული წინაასაარჩევნო დაპირებების სია - შეიქმნა 4 მილიონი სამუშაო ადგილი 21.09.2020 22:24

ირაკლი გოგავას პოსტი:

დონალდ ტრამპის მიერ შესრულებული წინაასაარჩევნო დაპირებების სია. ის მიეკუთვნება პოლიტიკოსთა იმ იშვიათ "სახეობას", რომელიც დაპირებულს მართლა ასრულებს. ამიტომაც აქვს მხარდაჭერა საკუთარ ხალხში და ამიტომაც ის სძულს მმართველ ელიტას აშშ-ში.
ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ. ასევე საინტერესოა აშშ-ს პრეზიდენტის მიერ უკვე შესრულებული დაპირებები:
- შეიქმნა 4 მილიონი სამუშაო ადგილი.
აქედან, მრეწველობაში დასაქმდა 400000 ადამიანი.
- აშშ-ს მთელი ისტორიის მანძილზე, ყველაზე მეტი მოქალაქეა დასაქმებული ამ დროისათვის.
- აშშ-ს მთელი ისტორიის მანძილზე ამერიკული ოჯახების საშუალო შემოსავალმა ყველაზე დიდ ნიშნულს მიაღწია
- აშშ-ს მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია ესპანურენოვან და აზიური წარმოშობის ამერიკელ მოქალაქეთა უმუშევართა რიცხვმა.
- აშშ-ში ბოლო 65 წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლებ რაოდენობას მიაღწია ქალთა შორის უმუშევრობამ.
- აშშ-ში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ნაკლებია უმუშევრობის დონე ახალგაზრდა თაობაში .ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია უმუშევართა რიცხვმა უდიპლომო ამერიკის მოქალაქეთა შორის.
- აშშ-ში ბოლო 20 წლის განმავლობაში,ყველაზე მეტი ვეტერანია დასაქმებული. 3,9 მილიონ ადამიანს აღარ ესაჭიროებათ უკვე კვების ტალონები.
- გადამზადდა და გადაკვალიფიცირდა 4 მილიონზე მეტი ამერიკის მოქალაქე,შემდგომში მათი სხვადასხვა სფეროში დასაქმების მიზნით.
-საცალო ვაჭრობა 6%-ით გაიზარდა წინა წლებთან შედარებით.
-აშშ-ს ისტორიაში პირველა შემუშავებული და ხელმოწერილია ყველაზე დიდი საგადასახადო შეღავათების და რეფორმების პაკეტი, რის შედეგად,მხოლოდ ერთ კვარტალში ქვეყანას დაუბრუნდა 300000000(სამასი მილიარდი) დოლარი.
- აშშ-ს ისტორიაში პირველად საწარმოებს აქვთ მაქსიმალურად დაბალი საგადასახადო ნიშნული.
- მიღებულია კანონმდებლობა ადგილობრივი ბანკებისა და საკრედიტო კავშირებისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.
- ფარმაცეფტული ორგანიზაციების უმეტესობამ შეაჩერა ან საბოლოოდ შეწყვიტა მედიკამენტებზე ფასების ზრდის პრაქტიკა.
- რეფორმირებულია პროგრამა "medicare", რათა საავადმყოფოებს არ მიეცეთ საშუალება დაბალშემოსავალიან და ხანშიშესულ ადამიანებისათვის მედიკამენტების გაძვირებისა.
-გამოყოფილია დამატებით 6 მილიარდი დოლარი ოპიოდურ ეპიდემიასთან(ნარკომანია) გასამკლავებლად.
-1957 წლის შემდეგ პირველად ამერიკა გახდა სუფთა ბუნებრივი გაზის ექსპორტიორი.
- სამხედრო ბიუჯეტმა მიაღწია რეკორდულ ციფრს-700 მილიარდი დოლარის ოდენობით,რაც მომავალ წელს გაიზრდება 16 მილიარდით.
- 2016 წლიდან ნატოს მოკავშირე ქვეყნები ხარჯავენ თავდაცვაზე 69 მილიარდი დოლარით მეტს.
-გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები კოსმოსური სამხედრო ძალების მეექვსე თაობის შეიარაღებული ძალებად გარდაქმნისკენ.
-პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა ირანთან ცალმხრივი და წამგებიანი ხელშეკრულების დადებაზე.
- ეკონომიკის ზრდამ ბოლო კვარტალში 4,2%-ს მიაღწია,
რაც წარმოუდგენლად მაღალი ციფრია შექმნილ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში.
ეს არის მცირე ჩამონათვალი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შესრულებული დაპირებებისა.
სწორედ ამ ცვლილებებით მოიპოვა მან ამერიკელი ხალხის უმრავლესობის ნდობა და სრულ ეიფორიაში ჩააგდო მისი ოპონენტები.
ღმერთი ფარავდეს ამერიკას !

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ