დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

აწარმოე საქართველოში” - მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა 5 ოქტომბერს დაიწყება 22.09.2020 11:38

2020 წლის 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოსაწარმოე საქართველოშიმიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება დაიწყება.

 

სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი წარმატებული პროგრამისაწარმოე საქართველოშიბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20 პროცენტის ნაცვლად 10 პროცენტია, მაღალმთიან რეგიონებში კი ხუთი პროცენტი.

 

როგორც სააგენტოში აცხადებენ,  პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს  თბილისიც ემატება. სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება  საქართველოს  ნებისმიერ მოქალაქეს ექნება.


 მეწარმე სუბიექტებს, პროგრამის ფარგლებში, გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე ახალი ბიზნესპროექტის შემთხვევაში.

 

პროგრამის არსებული ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 25 პროცენტით, 15 პროცენტით კი მაღალმთიან რეგიონებში.

 

 პროგრამის ფარგლებში განიხილება  ეკონომიკური ნებისმიერი საქმიანობა განიხილება, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.

 

პროგრამა მიზნად ისახავს,  მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

 პროგრამა ხელს შეუწყობს  პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემცირებასაც.

 

პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 6 212 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 61 მილიონ ლარზე მეტია.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ