დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

მარინა ენდელაძე - ახალი შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო 22.09.2020 11:46

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის მიუხედავად, ვითარება საგანგაშოდ არ ითვლება.  როგორც ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ  განუცხადა, ახალი შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო.

 

მართალია, მოიმატა შემთხვევებმა, მაგრამ არ არის დრამატულად მატება, ძალიან საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო.

ვფიქრობ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა ამ საკითხს. სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, გახსნილია მე როგორც ვიცი 35 სტაციონარი, რომელიც კოვიდინფიცირებულებს ემსახურება, კიდევ ხდება მათი დამატება, მიდის პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ტრენინგები, რომ შესაბამისად შეძლონ პაციენტების შეფასება.

ვფიქრობ, კარგად მოერევა ჩვენი ქვეყანა ამ საკითხს“, -  განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ