დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

ექსპერტი: ონლაინ სწავლების სისტემა ქაოტურია 22.09.2020 13:03

ონლაინ სწავლების რეჟიმს განათლების სისტემა ძალიან ქაოტურად შეხვდა. როგორც ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ ექსპერტმა განათლების საკითხებში მარიამ რამინაშვილიმა განუცხადა, არ ჩატარებულა არანაირი მონიტორინგი, არ მომხდარა არც განათლების მიღების პროცესის და არც შედეგის შეფასება.

 

ექსპერტის აზრით, ტექნოლოგიების ეპოქაში, ის უნარები, რაც ონლაინ სწავლების დროს ადამიანს გამოუმუშავდება, დადებითად შეიძლება შეფასდეს, თუმცა, საგანმანათლებლო პროცესის სრულად დისტანცირებულ რეჟიმს, არაერთი უარყოფითი შედეგი მოაქვს:

 

„ონლაინ სწავლებას, მასალის აღქმადობის გაძნელებასთან ერთად, თან სდევს ბავშვის სოციალიზაზიის პრობლემა, მისი პიროვნული მახასიათებლებისა და გუნდურობის უნარ-ჩვევების, თანამშრომლობისა და ორგანიზაციული უნარების  ჩამოყალიბების პრობლემა“, - აცხადებს იგი.  

 

გარდა ზემოთხსენებული ნაკლოვანებებისა, განათლების ექსპერტი ინტერნეტიზაციის პრობლემასაც  უსვამს ხაზს:

 

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთულად დგას ინტერნეტიცაზიის პრობლემა. საერთაშორისო კვლევებით, საქართველოში, ინტერნეტის გარეშე  50 000-ზე მეტი ბავშვია დარჩენილი.

სახელმწიფომ არ იცის, იმ ოჯახში, სადაც რამდენიმე მოსწავლეა, რამდენად თანაზომიერად გამოიყენებენ ტექნოლოგიებს საგაკვეთილო პროცესში“, - აცხადებს ექსპერტი.

 

მარიამ რამინაშვილი დასძენს, რომ „შეიძლება ეს პროცესი ჯერ-ჯერობით იმდენად მტკივნეული არ ჩანდეს, თუმცა, გარკვეული პერიოიდის შემდეგ, ეს აუცილებლად დატოვებს  სერიოზულ კვალს განათლების ხარსიხზე“.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ