დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი გააგრძელებს. 22.09.2020 13:06

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი გააგრძელებს.

 

სამეურვეო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე, ალექსანდრე ვახტანგოვი.

 

ხმები კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა – თინათინ ბერძენიშვილმა მიიღო ცხრა ხმა, ირმა სოხაძემ შვიდი ხმა, ხათუნა ლაგაზიძემ, ასევე შვიდი ხმა, ალექსანდრე ვახტანგოვმა კი, ხუთი ხმა.

 

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბერს დასრულდა. კონკურსში რვა კანდიდატი მონაწილეობდა, ალექსანდრე ვახტანგოვი, რევაზი შალიბაშვილი, გია ტოგონიძე, გოჩა ტყეშელაშვილი, ირმა სოხაძე, თინათინ ბერძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე, თამაზ ბიბილური.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ