დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

სალომე ზურაბიშვილი გაეროს სამიტზე საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების საკითხებზე ისაუბრებს 22.09.2020 13:22

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, 30 სექტემბერს, გაეროს სამიტზე სიტყვით გამოვა, რომელზეც ბიომრავალფეროვნების დაცვის ახალ მიდგომებზე იმსჯელებენ,- ამის შესახებ "ჯორჯიან თაიმსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

 

მათივე ინფორმაციით, გაეროს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტი თუშეთს ეწვია, „რადგან თუშეთი თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების მხრივ გამორჩეულია და დაათვალიერა ეროვნულ პარკი, რომელიც 15000 ჰექტარზეა განთავსებული, ფლორის 1000-ზე მეტ და ფაუნის 180-მდე სახეობაა წარმოდგენილი“.

 

"საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ბიომრავალფეროვნება უნიკალურია და მისი დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნება, როგორც დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენის, ასევე, საქართველოსთვის ენდემური სახეობების კონსერვაციის თვალსაზრისით.

 

პრეზიდენტის განცხადებით, ტურიზმის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების ქსელის კიდევ უფრო განვითარება, ასევე, დაცული ტერიტორიების, როგორც ტურისტული მიზიდულობის ცენტრების და ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება.

 

პანდემიის გამო, სამიტი გაეროს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში, 30 სექტემბერს ვირტუალურად ჩატარდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ