დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

შალვა ნათელაშვილი აშშ-ს ვლადისლავ სურკოვის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას სთხოვს 22.09.2020 13:52

შალვა ნათელაშვილი აშშ-ს პუტინის თანაშმწე ვლადისლავ სურკოვისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას თხოვს. მიზეზად "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი არჩევნებში ჩარევას ასახელებს.

შალვა ნათელაშვილის თქმით, პუტინის რეჟიმმა საგანგებოდ გამოგზავნა სურკოვი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პრორუსულ და ექსტრემისტულ ძალებთან იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.

"ვთხოვ აშშ-ს მთავრობას და ევროპის კავშირს, გააგრძელოს ვლადისლავ სურკოვის მიმართ დაწესებული ფინანსური და დიპლომატიური სანქციები, ამჯერად საქართველოს საარჩევნო პროცესებში ჩარევის გამო. ამ შეთქმულების დანარჩენი მონაწილეები რეესტრში შევლენ და ეს სია ბრიუსელსა და ვაშინგტონს შეეხება," - აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ