დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

სოსო ცინცაძე - ჩვენი თაობა არსებული სტანდარტებით ევროკავშირში შესვლას ვერ შეძლებს 22.09.2020 14:47

ევროკავშირის სტანდარტებში, საქართველოს ზოგიერთი  აფრიკული სახელმწიფოც კი უსწრებს. როგორც  „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში  პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ  განაცხადა, არ მინდა  ვიყო პესიმისტური, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ჩვენი თაობა არსებული სტანდარტებით  ევროკავშირში  შესვლას ვერ შეძლებს.

არასამთავრობო სექტორი მუშაობს  დოკუმენტზე, რომლითაც მოუწოდებენ პოლიტიკურ სპექტრს გააკეთონ განაცხადი ქვეყნის ევროკავშორში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

არასამთავრობოების  ინიციატივას სოსო ცინცაძე  „სუპერ უმტკივნეულო მიმართვას“ უწოდებსმმითუმეტეს, რომ  ნატოსგან განსხვავებით ევროკავშირში  ინტეგრაციას  მოსახლეობის ქვეყნის 100 % უჭერს. „მიმართვის  ინიციატივის შემუშავება კარგია, მაგრამ არასამთავრობო სექტორის მისამართით ვისურვებდი  უფრო მეტი სამუშაოები  ჩატარდეს მოსახლეობის ინფორმირებულობის მიმართულებით. ევროკავშირი არ არის მდიდრების კლუბი - ვისაც გაუჭირდება ჯიბეში ჩაიყოს ხელი და  გასცეს ფული. მას ნატოსგან განსხვავებით უფრო მკაცრი  მოთხოვნები აქვს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ