დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კორონავირუსით ინფიცირების ათეულობით შემთხვევა სოფელ დიღომს უკავშირდება 22.09.2020 15:43

თბილისში კორონავირუსით ინფიცირების ათეულობით შემთხვევა სოფელ დიღომს უკავშირდება. ინფიცირების წყარო ერთ-ერთ რესტორანში გამართულ წვეულებაა, რომელსაც რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებიც ესწრებოდნენ. დღეს გამოვლენილი, კორონავირუსის 218 შემთხვევიდან 47 სწორედ თბილისს უკავშირდება.

 

სოფელ დიღმის მოსახლეობა მასობრივ ტესტირებას ითხოვს. ინფიცირებულთა შორის არის უბნის აფთიაქის მფლობელი. ობიექტი დახურულია. კოვიდინფიცირებულები კოვიდცენტრებში, მათთან კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ინფიცირებულთა უმეტესობა რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება, რადგან მათი ასაკი 60 წელს ზევითაა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ