დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ნათია მეზვრიშვილი: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ 22.09.2020 15:55

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

 

მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, სიტუაცია ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია.

 

დღეს გამოვლინდა 218 შემთხვევა. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ორი მოქალაქე. გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, დღეს თამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვითარება ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. ამისთვის უწყებათაშორისი საბჭო, მთავრობის თითოეული წევრი აკეთებს ყველაფერს. პანიკის საფუძველი არ არსებობს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრ შეზღუდვებს, რისი შიშებიც მეწარმეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთამას არ ვაპირებთ. შეიძლება იყოს მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში, ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ამა თუ იმ რეგიონში ეპიდვითარებაზე”,- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ