დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის კუთხით პოლიტიკურ პარტიებს არაერთგვაროვანი პოზიცია აქვთ 22.09.2020 16:12

 

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან  დაკავშირებით განაცხადის გაკეთება  ნაადრევად მიიჩნევს პატრიოტთა ალიანსის ერთ- ერთი ლიდერი გოჩა თევდორაშვილი.

როგორც მან ,,ჯორჯიან თაიმსს''  განუცხადა,  ქვეყანას ამის არც ეკონომიკური მაჩვენებელი გააჩნია და ბევრი სხვა ინსტიტუციაც შორსაა ევროსტანდარტისგან. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის,  ,,ეროვნულმა პლატფორმამ’’ და  ფონდმა ,,ღია საზოგადოება საქართველო’’ შეიმუშავეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს სთავაზობენ,  საარჩევნო პროგრამაში მკვეთრად დაფიქსირდეს ქვეყნის საგარეო კურსი და კონკრეტული ნაბიჯები, თუ როგორ მოამზადებენ ქვეყანას ევროკავშირის წევრობისთვის.


,, არასამთავრობოები  რას ამბობენ  არ ვიცი , მაგრამ ჩვენ ჩვენს საარჩევნო პროგრამაში მკაფიოდ გვაქვს მითითებული, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია არ უნდა შეფერხდეს, არც ნატოს წინააღმდეგია ვინმე, თუმცა ეს ამ ეტაპზე მიუღწევლად მიაჩნია რადგან - აცხადებს პატრიოტთა ალიანსის ერთ ერთი ლიდერი გოჩა თევდორაშვილი ,, ,,ჯორჯიან თაისთან’’ საუბრისას.


,,ევროპული საქართველოს ,,ერთ - ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის თქმით: იმისათვის რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ პირველ რიგში ეკონომიკა უნდა განვითარდეს , და ეს ხედვა პარტიას საარჩევნო პროგრამაში მკვეთრად და ნაბიჯ-ნაბიჯ აქვს გაწერილი. აცხადებს ,,ჯორჯიან თაიმსთან’’ საუბრისას.


ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციაში ჩანაწერით დააფიქსირა პოზიცია ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ყველა იმ რეკომენდაციას ვასრულებთ, რომელიც ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვისაა საჭირო. ამას მოწმობს, ჩვენს მიერ ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაც. ჩვენი უცხოელი პარტნიორები საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევენ, ასე რომ , ჩვენ მზად ვართ, რომ დაიწყოს პროცესი გაწევრიანებისთვის და შესაბამისად,განაცხადა ,,ჯორჯიან თაიმსთან საუბრისას ქართული ოცნების წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ