დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მთავრობის გადაწყვეტილება სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით არ შეცვლილა 22.09.2020 16:19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სწავლასთან დაკავშირებულ პროტოკოლებში ცვლილებები შევიდეს.

 

მისივე ინფორმაციით, არ შეცვლილა მთავრობის გადაწყვეტილება სწავლის დაწყების თარიღის და ფორმის შესახებ.

 

"უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ცოცხალი პროცესია და რა საერთაშორისო რეკომენდაციაც იქნება ის აისახება.

 

რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით რაიმე ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ