დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 183 მლნ ევროს გამოუყოფს 22.09.2020 16:23

ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 183 მილიონი ევროს მოცულობის თანხას გამოუყოფს.

 

ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის დირექტორი ლოურენს მერედითი „ტვიტერზე“ წერს და შესაბამის ცხრილს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ევროკავშირი 80 მილიონ ევროს დაუყოვნებლივი საჭიროებებისთვის, ხოლო 883 მილიონ ევროს, მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის გამოყოფს. აღნიშნული თანხიდან 183 მილიონ ევროს საქართველო მიიღებს.

 

 დახმარებას ასევე მიიღებენ ქვეყნები: სომხეთი - 92 მილიონი ევრო, აზერბაიჯანი -14 მილიონი ევრო, ბელარუსი - 60 მილიონი ევრო, მოლდოვა - 87 მილიონი ევრო, უკრაინა - 190 მილიონი ევრო.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ