დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბერძნულ გაზეთ „დემოკრატიას“ უჩივის - შეურაცხმყოფელი პუბლიკაციის გამო 22.09.2020 16:28

თურქულ მასმედიაში ფართოდ შუქდება ბოლო დღეებში მომხდარი სკანდალური ფაქტი თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობიდან: ბერძნულმა გაზეთმა „დემოკრატიამ“  («Dimokratia») 18 სექტემბერს პირველ გვერდზე დიდი ასოებით გამოაქვეყნა მასალა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ მიმართული შეურაცხმყოფელი სათაურით «Siktir git, Mr. Erdogan».


როგორც თურქული ტელერადიოკომპანია «TRT»-ის მიერ გავრცელებულ მასალაშია აღნიშნული (სააგენტო „ანადოლუს“ დამოწმებით) თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა ბერძნულ გაზეთს უჩივლა. სარჩელი რეჯეფ ერდოღანის ადვიკატმა შეიტანა. „შეურაცხყოფა  ეს იმათი ენაა, ვისაც სხვა სიტყვების მოძებნა არ შუძლია, ის მათი სირცხვილია, ვინც ამ სიტყვებს წარმოთქვამს და არა მათი, ვისი მისამართითაც ის არის ნათქვამი. ამ საზიზღარი საქციელის სამიზნე არ არის მხოლოდ ჩვენი პრეზიდენტის პიროვნება,  არამედ,  ჩვენი ერია. ჩვენი პრეზიდენტის მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გატარებული პოლიტიკა, ჩვენი ქვეყნის და ერის ინტერესების დაცვაა“, - ნათქვამია პრეზიდენტ ერდოღანის ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.


მომხდართან დაკავშირებით გასული კვირის ბოლოს საბერძნეთის ელჩი ანკარაში მიხაილ-ქრისტოს დიამესისი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რის შემდეგაც მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლების მოტივით შეურაცხყოფა, გასამართლებელი ქმედება არ არის.


აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბერძნულ გაზეთში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი მასალა თვით საბერძნეთის მტავრობის წარმომადგენელმა სტელიოს პეტსასმაც დაგმო და ხაზი გაუსვა, რომ ასეთი გამონათქვამები არ შეშვენის პრესას და ეწინააღმდეგება ბერძნული საზოგადოების ფასეულობებს.


წყაროები: https://lenta.ru/news/2020/09/21/erdi/

https://www.trt.net.tr/georgian/t-urk-et-i/2020/09/21/t-urk-et-is-prezidentma-berz-nul-gazet-s-uch-ivla-1494658

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ